|
2015-02-25 17:38:46, 1053 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, უნდა ველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას
გიორგი კვირიკაშვილი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში, სადაც გიორგი კვირიკაშვილისა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, მიხეილ ჯანელიძე და ირმა ქავთარაძეც ესწრებოდნენ. „სავალუტო ფონდის მისიასთან ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, განვიხილეთ ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ სავალუტო დისბალანსი დაბალანსდეს და სტაბილიზაციისკენ წავიდეს ეროვნული ვალუტის კურსი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალოვადიანი ღონისძიებები, ასევე კონკრეტული ნაბიჯები პრივატიზებისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ ინვესტიციების წახალისების საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ცოტა ხანში გაჟღერდება. ვისაუბრეთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებაც. იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ველოდოთ ნამდვილად სიტუაციის დასტაბილურებას, ამისთვის ყველა საფუძველი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)