|
2016-05-24 11:16:25, 866 ნახვა
სამართალი
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასთან დაკავშირებით, სანქციების გამკაცრების კანონპროექტი მზად არის
სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა, ახალი მუხლი დაემატოს, რომელიც პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარედგინება. „პრემიერის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა და ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან, მთავარ პროკურტურასთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი. ეს მუხლი სისხლის სამართლის წესით დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილას ან თუნდაც მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მუხლი იქნება სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი, თუკი საქმე გვაქვს ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ შეიძლება, ჩვენი შეთავაზებით, სანქცია ოთხ წლამდე პატიმრობაზეც კი გავიდეს, ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, სადაც პირს არ მიუღია ფიზიკური დაზიანება, სასჯელი, რომელსაც ექნებოდა გადამარწმუნებელი ეფექტი, შეიძლება იყოს ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბებული პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად მინისტრთა შემადგენლობას 27 მაისის მთავრობის სხდომაზე წარუდგენს“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს გუშინ მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)