|
2016-05-23 21:48:11, 1087 ნახვა
სამართალი
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
23 მაისს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსსხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი უძღვებოდა.სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსსხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია; აგრეთვე,იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეთამარ ხულორდავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2015 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი,განიხილეს და დაამტკიცესსისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ წინა და მიმდინარე წელს ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. საბჭოს ფარგლებში ინიცირებულ იქნა და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის:
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსსხდომას ესრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრებიროგორცაღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში−თბილისი“, კავშირი „21-ე საუკუნე“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში). საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის −„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ −თანადგომით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)