|
2016-05-19 16:26:17, 1307 ნახვა
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლის კომფორტისთვის დღეიდან ახალი სერვისი "Just Taxi" ამოქმედდა
თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალი პროექტი "Just Taxi" ამოქმედდა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სერვისით სარგებლობა და "Just Taxi"-ით გადაადგილება. თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ისარგებლოს ახალი და კომფორტული "Just Taxi"-ს ავტომანქანებით: "HONDA"- სა და "JAC"-ის მარკის უახლესი მოდელები აღწურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის სისტემით, კომფორტის შექმნისთვის საჭირო ყველა აქსესუარით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ "Just Taxi" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ანგარიშსწორება განახორციელოს მანქანაში დამონტაჟებული საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი საბაზრო ფასებს შორის კონკურენტუნარიანია-კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლმა მომხმარებლებისთვის "Just Taxi"-ს სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა მხრიდან იუსტიციის სახლიდან კომფორტულად მგზავრობის მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. "ჩვენ იუსტიციის სახლში ვაგრძელებთ სერვისების დამატებას. თქვენ იცით, რომ მაგალითად განათლების სამინისტროს სერვისებზე რეფორმა მიდის პარლამენტში და ვამდიდრებთ სერვისებს, მაგრამ დღეს დავამატეთ ახალი სერვისი, რომელსაც ჰქვია "Just Taxi". ჩვენ ძლიან ბევრი თხოვნა შემოგვივიდა მომხმარებლისგან, რომელიც დღეში ამ შენობაში მოდის 6 000-დან 8000-მდე ადამიანი, რომ კომფორტულად იმგზავრონ და დრო არ დაკარგონ. ეს გულისხმობს შემდეგს: როდესაც დღეიდან თქვენ შემობრძანედებით თბილისის იუსტიციის სახლში, არა მხოლოდ იმას გკითხავენ, რა სერვისი გნებავთ, არამედ გკითხავენ იმასაც, ხომ არ გსურთ სერვისის მიღების შემდეგ უკან წასასვლელად ტაქსი. ასეთ შემთხვევაში დაგხვდებათ გარეთ ტაქსი, რომელიც კომფორტულ პირობებში მიგაბრძანებთ სამსახურში, ან შინ. ეს არ გულისმხობს იმას, რომ სხვა სატაქსო სერვისი არ იქნება. ჩვენ ჩვენს სხვა ტაქსის კომპანიებთან ვიმუშავებთ პარალელურად, მაგრამ "Just Taxi" იქნება ექსკლუზიურად კომფორტული და მიბმული სერვისი იუსტიციის სახლის სერვისებთან და ყველას მოგიწოდებთ, კომფორტულად იმოგზაუროთ. თუკი პრეტენზიები გექნებათ, ტაქსიში გამოკრულია ცხელი ხაზის ნომერი, დაუკავშირდებით და ხარვეზსს მაშივნე გავასწორებთ",-აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად კანონის სრული დაცვით გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად "სენა მოტორსი" გამოლინდა. "კომპანია "სენა ჯგუფი" უკვე 10 წელია, რაც ბაზარზე მოღვაწეობს. ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებია საკმაოდ წარმატებული. ერთ-ერთი პროექტი სწორედ ეს პროექტია, რომელზეც იუსტიციის სახლთან ერთად, საკმაოდ კარგა ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება და საბოლოოდ შევჯერდით. ჩვენი ფინანსებით და ჩვენი რესურსით მოხდა ამ პროექტის დაფინანსება. შესაბამისად, სტანდარტებიც ისეთივე მაღალია, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები",-განაცხადა "სენა ჯგუფის" დირექტორმა ხათუნა ტაბატაძემ. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მომსახურების სტანდარტი "Just Taxi"-ს ავტომანქანებშიც დაცული იქნება: მძღოლებს მოეთხოვებათ, დაიცვან ჩაცმის და კომუნიკაციის სტანდარტით დადგენილი წესები. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლი მუდმივად განახორციელებს ხარისხის კონტროლს "Just Taxi"-ს ავტომანქანებში, მომხმარებელსაც მიეცემა უკუკავშირის საშუალება, გამოთქვას რეკომენდაცია ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამისთვის თითოეულ მანქანაში განთავსდება სპეციალური სტიკერი იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრის ნომრით-2 405 405. მანქანაში, ასევე, განთავსებული იქნება მძღოლის მოწმობა ფოტოთი და მანქანის ბორტის ნომერი, რაც მომხმარებელს აზრის დაფიქსირებისას კომუნიკაციას გაუადვილებს. "დღეიდან იუსტიციის სახლი ძალიან სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, ეს არის პროექტი "Just Taxi", რომელიც განხორციელდა უშუალოდ მომხმარებელთა სურვილებზე დაყრდნობით. იუსტიციის სახლის მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, იმგზავროს დანიშნულების ადგილამდე უახლესი მანქანებით, კომფორტულად და კონკურენტუნარიანი ფასით",-განმარტა იუსიტიიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა. იუსტიციის სახლის მომხმარებელს "Just Taxi"-ს მომსახურების მიღება შეეძლება ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას-10:00-დან 17:00 საათამდე.
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)