21:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 09:39:39, 762 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხობში უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობში უკანონო იარაღი ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული რუბენ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics