20:13 - 13 May, 2026
|
2016-05-17 10:01:31, 1032 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს
სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მხარდამჭერებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. როგორც ”ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ასევე, დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)