|
2016-05-16 13:06:19, 642 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობის საძირკვლის კურთხევას დაესწრო
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობის საძირკვლის კურთხევას დაესწრნენ. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის და დალოცა აფხაზეთის მთავრობა. ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა კათოლოკოს პატრიარქსა და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა ადამიანს. „მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას, მრევლს, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვაალე დღესასწაული. ჩვენ ყველას გვაძლიერებს ის მოვლენა, რომ აფხაზეთის დღის აღნიშვნა ჩვენმა პატრიარქმა თავისი ლოცვა-კურთხევით სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მიუსადაგა. ამ დღეებში დაგეგმილია მრევლის ერთი ნაწილის მსვლელობა სვიმონ კანანელისა და აფხაზეთის დღისამდი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, რაც მომავალ კვირას ზუგდიდში დასრულდება. ნიშანდობლივი და სიმბოლურია ისიც, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში მოხდა ტაძრის საძირკვლის კურთხევა. მინდა ყველას მივულოცო ეს შესანიშნავი დღე. ეს დიდი მადლი და ძალაა ჩვენთვის. ილორის სალოცავი განსაკუთრებული ძალის მატარებელი იყო მუდამ. აფხაზეთში დაბრუნებას კი დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულის სიმტკიცე სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს, მთელ საზოგადოებას, ეკლესიის წინამძღვარ მამა ლევანს, მეუფე მელქისედეკს, რომელმაც დღევანდელი წირვა და ეკლესიის საძირკვლის კურთხევა ჩაატარა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)