13:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 17:31:17, 615 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად, რიყის პარკში „ევროპის დღის“ აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა.

„ევროსოფელი“ „ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. გამოფენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველოში თავიანთი საქმიანობა და საკუთარი ტრადიციები წარმოაჩინეს. წარმოდგენილი იყო საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.

დავით ნარმანიას თქმით, „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბურია. 

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მომავალში ვაპირებთ,  კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ, რათა უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კვირეული  8-დან 24 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ევროკავშირის   ქვეყნებში   ,,ევროპის   დღე“  9 მაისს, ევროკავშირის   ერთ–ერთი დამაარსებლის,  რობერტ   შუმანის ინიციატივის აღსანიშნავად  იმართება. მან  1950 წლის 9 მაისს  ევროპის ქვეყნების   ერთიან   თანამეგობრობაში გაერთიანების   იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელებაც 6 ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღეს,  28  წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics