19:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 14:41:38, 909 ნახვა

სამართალი
„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს

კოჯრის გზატკეცილზე, „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან: საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული და  გიორგი ახობაძე.  აქცის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს,

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვირლმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით მოხდა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ავტომობილი. აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები, იმ ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც "პანორამა თბილისის" მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics