19:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 10:22:05, 828 ნახვა

სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები, ჩინეთის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics