|
2016-05-04 13:16:32, 751 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა საიუველირო ნივთების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 38 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 237,78 გრამი საქონელი, სომხეთის მოქალაქე ა.პ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ოქროს ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. 27 აპრილს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე ბოდისკანერითა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 285,91 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს საქართველოს მოქალაქე ნ.თ.-ს, ხოლო 30 აპრილს, საერთო წონით 259,58 გრამი დამალული ოქროს ნაკეთობები უპოვეს აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ბ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა, შესაბამისად, 16349,57 და 16764,58 ლარი. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს. 27 აპრილს მსგავსი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. ავტომობილში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ა.ს. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 569,05 გრამი - და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები - საერთო წონით 6499,21 გრამი - აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 37096,33 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)