2016-04-30 12:59:33, 636 ნახვა
საზოგადოება
მძღოლი, რომელიც ქუთაისში 3 ქვეითს დაეჯახა, დაკავებულია
მძღოლი, რომელიც ქუთაისში ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა, დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში გუშინ მოხდა, რომლის დროსაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა.
BMW-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომელიც დედა-შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან