2016-04-28 13:35:35, 541 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 642.2 ათასი მეურნეობა დაფიქსირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში დაფიქსირდა 642.2 ათასი მეურნეობა, მათ შორის 640.0 ათასი-შინამეურნეობა და 2.2 ათასი-იურიდიული პირი. მეურნეების 30.9%-ს ქალი მეურნეები შეადგენენ. რეგიონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში (19.6%), კახეთსა (15.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (13.3%) დაფიქსირდა.
საქართველოს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქსტატმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული 2006-2015 წლების მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შესაბამისად ჩაატარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან