2016-04-28 12:36:27, 789 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეოობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ, 6,3%-ს-აზერბაიჯანელი, ხოლო 4,5%-ს-სომეხი ეროვნების მოსახლეობა.
ქვეყანაში მცხოვრები რაოდენობრივად პირველი ყველაზე მრავალრიცხოვანი 10 ეროვნება წარმოადგენს მთლიანი მოსახლეობის 99,6 პროცენტს.
საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.
საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან