2016-04-28 11:08:17, 632 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა წინა - 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ 2 122 613 ადამიანი შეადგინა, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2014 წლის 19 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა.
საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან