|
2016-04-26 14:00:54, 804 ნახვა
ეკონომიკა
“საქართველოს ბანკმა” სრულიად ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა
საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ განაცხადა. ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს www.ibank.ge -ზე 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეასრულოს ყველა საბანკო ოპერაცია და დააგემოვნოს ახალი ინტერნეტბანკი. მომხმარებელს ახალ ინტერნეტბანკში შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლეები დახვდება: ინტერნეტბანკის დისტანციური აქტივაცია − ინტერნეტბანკის გააქტიურებას მომხმარებელი დღეიდან ბანკში მისვლის გარეშეც შეძლებს. ასევე დისტანციურად აღადგენს ინტერნეტბანკის პაროლს; ძიების ველი − მეტი სიმარტივისთვის ახალ ინტერნეტბანკში მომხმარებელს დახვდება ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა აქვს ჩაწეროს ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, მარტივად იპოვოს ის. „ჩემი კალენდარი“ − ახალი ინტერნეტბანკით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით მართოს. იმისათვის, რომ არ გამორჩეს გადახდის დღეები, საკმარისია თავად მონიშნოს კალენდარზე ან აკონტროლოს ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები; გადახდების კალათა − მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას გადახდების კალათა და მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით დაფაროს ერთდროულად რამდენიმე გადასახადი. ამასთან, ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მომხმარებელი მაშინვე მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე დღეს არსებული დავალიანების არსებობის შესახებ; პირადი შეთავაზებები − ინტერნეტბანკში მომხმარებელი ნახავს „საქართველოს ბანკის“ მიერ პირადად მისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნება ინტერნეტბანკშივე გაააქტიუროს საბანკო მომსახურება ან პროდუქტი. ფულადი გზავნილები − ახალი ინტერნეტბანკით ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია ფულადი გზავნილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა საქართველოსა და საზღვარგარეთ. სრულიად ახალი ინტერნეტბანკის დაგემოვნება მომხმარებელს შეუძლია აქ: www.ibank.ge
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)