2016-04-22 11:37:55, 563 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება
საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება. დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +10 +13 გრადუსია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, ხვალიდან საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, დღეს ქარი ჩადგება და ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე აიწევს.
გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით ხვალ თბილისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, მერე ტემპერატურა +23 +26 გრადუსამდე აიწევს.
მათივე ცნობით, უნალექო ამინდი 26 აპრილამდე შენარჩუნდება. 26 აპრილიდან თვის ბოლომდე დედაქალაქში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან