|
2015-01-08 10:59:46, 3339 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში გლოვის დღეა გამოცხადებული
„საფრანგეთში 8 იანვარი გლოვის დღედ არის გამოცხადებული“,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტიმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყების ყველა შენობაზე საფრანგეთის დროშები დაშვებული იქნება. „დღეს ისინი ჩვენი გმირები არიან“, - განაცხადა ოლანდმა. ამასთან, გარდაცვლილთა ოჯახების მხარდასაჭერად, აქციები პარალელურად საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა და არსებული ინფორმაციით, მასში 35 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით „მე შარლი ვარ“. ასევე ტრაგედიის ადგილას, მოსახლეობას ყვავილები მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდა და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებდნენ. პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)