16:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 22:38:39, 726 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს ხსნის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უახლოეს დღეებში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გახსნის, რომლის მეშვეობითაც პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა დაინერგება. სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ არასრულწლოვან მსაჯვრდებულებზე გავრცელდება, თუმცა როგორც კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტუმრობისას აღნიშნა, რეფორმის მეორე ეტაპზე ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას უკვე ზრდასრული მსჯავრდებულებიც შეძლებენ. 

მინისტრის განცხადებით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის უკიდურესი ფორმაა და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში შესაძლებელია სასჯელის სახით სხვა, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, ისევე როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება.

 „პირველ ეტაპზე სამაჯურების გამოყენება არასრულწლოვნებზე გავრცელდა, მაგრამ ჩვენ უკვე რეფორმის მეორე ეტაპისთვის ვემზადებით, საკანონმდებლო რეგულაციები მზად არის და უახლოეს პერიოდში მათი პარლამენტში ინიცირება მოხდება, რომლის შესაბამისად ელექტრნოული მონიტორინგის სისტემის დანერგვა მოხდება არამხოლოდ არასრულწლოვნებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც. პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს  დამატებითი კონტროლის სახით ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შესაძლებლობა იქნება“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით  ალტერნარიული მეთოდების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება,  ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ან პირიქით, შევამციროთ მსჯავრდებულების რაოდენობა და მეორეს მხრივ, მუდმივად კონტროლზე გვყავდეს ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics