|
2016-04-15 10:01:06, 521 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრებსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქი უძღვებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს შსს-სა და ევროკავშირის და ახალი პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ წარუდგინეს. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას, სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამა და მეთოდოლოგიაც გააცნეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიასა და სხვადასხვა უწყებას შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით, შს სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)