|
2016-04-11 13:28:29, 534 ნახვა
საზოგადოება
თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს. „თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ფორმატში, წევრ მუნიციპალიტეტებს ვეხმარებით, რომ სივრცითი ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით მოხდეს ელექტრონული სერვისების დანერგვა. ჩვენთან აპრობირებული და პრაქტიკაში დანერგილი მექანიზმები დაეხმარება მათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ მოემსახურონ, ხელმისაწვდომი იყოს ის სერვისები, რომელსაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან იღებენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)