|
2016-04-09 12:10:51, 568 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ტრაგედიის ადგილზე მისულმა დეპუტატებმა 27 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს, დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და 9 აპრილის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ცნობისთვის, ყოველ წელს, 9 აპრილს, იმ დროს, როდესაც საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო, სასულიერო პირები ტრაგედიის ადგილზე დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ ტრაგიკულ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ასევე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)