11:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:01:35, 551 ნახვა

საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამხანაგობის წარმომადგენლებს შეხვდა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის N12 კორპუსის ბინადრებს შეხვდა და თანადაფინანსებული პროექტების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათგან ინფორმაცია მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  გამგებელი მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, ი.პეტრიწის N12-ის ამხანაგობის აქტიურობის შედეგად, კორპუსმა გამგეობის არსებული ხუთი პროგრამით ისარგებლა: ათსართულიან კორპუს, რომელსაც ოთხი სადარბაზო აქვს, სრულად შეეცვალა სახურავი, სამ სადარბაზოში შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, მოხდა კიბეების რეაბილიტაცია და შეკეთდა 4 ლიფტი - ორი სამგზავრო და ორიც სატვირთო. ამჟამად, კორპუსში ყველაზე ძვირადღირებული პროექტი - სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს.

„ნაპრალების ამოვსების თანადაფინანსება საბურთალოს გამგეობაში პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ამ სამუშაოების გარეშე შენობების უმეტესობას მდგრადობის საფრთხე ემუქრება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ სწორედ იმ პროექტების დაფინანსებას ვამჯობინებთ, რომელიც შენობების ავარიულობას თავიდან აგვარიდებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტს პეტრიწის N12-ში კომპანია „მშენსერვისგრუპი“ ახორციელებს და გამგეობის თანადაფინანსება ხელშეკრულების თანახმად, 69,860 ლარია. სამუშაოები სულ 7 700 გრძივი მეტრი ნაპრალის ამოვსებას ითვალისწინებს.

ბექა მიქაუტაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისასალმებელია ნებისმიერი ამხანაგობის მხრიდან ასეთი აქტიურობა, რადგან ისინი თანასაკუთრებას უფრთხილდებიან და ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics