11:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:42:55, 644 ნახვა

საზოგადოება
„წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამით სტიპენდია 67 სტუდენტს გადაეცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პროგრამის, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ ფარგლებში, 67 მაგისტრანტს სტიპენდია გადასცა.

მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისებაა.

მუნიციპალიტეტის სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელიც არის სახელმწიფო  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და წინა სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული  აქვს 91 და მეტი ქულა. (A კატეგორია - ფრიადი). პროგრამა სემესტრულია და  თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.

„გრძელდება პროგრამა, რომელიც წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას გულისხმობს. გვსურს, მათი მოტივაცია უფრო მეტად გაიზარდოს. წარმატებული სტუდენტი ქალაქისა და  ქვეყნის წარმატების საწინდარია. ეს არის მოკრძალებული ინვესტიცია ჩვენსავე მომავალში. მათ უნდა შევუქმნათ გარემო უკეთესი კვალიფიკაციისა და განათლებისთვის.  პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 „წარმატებული სტუდენტების წახალისების“  პროგრამის  პირველ ორ ეტაპზე სტიპენდია 150-მდე სტუდენტმა მიიღო. პროგრამა მომდევნო სასწავლო წლებშიც გაგრძელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics