09:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 10:10:13, 547 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძემ ლიტვაში ქართველი ოფიცრის საფლავი მოინახულა

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წწ.) ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი მოინახულა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, დათიკო მაჭავარიანი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და ვილნიუსში დასახლდა, სადაც სამხედრო სამსახური პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო და მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა. დათიკო მაჭავარიანის საფლავი ვილნიუსში ანტაკალნისის სასაფლაოზე მდებარეობს.

ოფიციალური ვიზიტის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს.

ანტაკალნისის სასაფლაოზე განთავსებული მემორიალი ვილნიუსში 1991 წლის 13იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნასეძღვნება და ასევე, სიმბოლურად განასახიერებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგმებრძოლი პარტიზანებისა და ოკუპაციის პერიოდში დაღუპული მოსახლეობისხსოვნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics