|
2016-04-06 16:01:15, 523 ნახვა
საზოგადოება
ბელარუსის ტურისტულ გამოფენაზე აჭარის სტენდი ყურადღების ცენტრშია
აჭარის სტენდი ბელარუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2016 განსხვავებული პროგრამით წარდგა და გამოფენის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორი იპყრობდა. „მიმდინარე წელს აჭარის სტენდი მინსკის ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რაც ჩვენს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი არამატერიალური კულტურის- ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის დამსახურებაა. ჩვენი არამეტიარული კულტურა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ჩვენს ვიზიტორებს და ვაპირებთ რეგიონის კულტურულ პოტენციალს პოპლარიზაცია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში მსგავსი გამოფენებითა და აჭარის დღეების გამართვით გავუწიოთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დეპარტამენტი მინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 6-9 აპრილს წარადგენს. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“ უწევენ. ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, მინსკში „აჭარის დღეების“ ჩატარებასა და აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)