09:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 13:37:37, 490 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ევროკავშირისა და ევროპული სამართლის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში  თემაზე - „ევროკავშირი და ევროპული სამართალი“ ტრენინგი ჩატარდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფრომაციით, ტრენინგს ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, მოხალისე ტრენერი ნინო ლობჯანიძე უძღვებოდა. შეხვედრა  დიდუბის რაიონის საჯარო სკოლების მოსწაველეებისთვის, დიდუბის რაიონის გამგეობაში გაიმართა. ტრენინგი შეეხებოდა ევროკავშირის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის როლს და მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში, მისი შექმნისა და განვითარების ისტორიას, სტრუქტურულ ერთეულებს და მათ ძირითად ფუნქციებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებსა და დარღვევის შემთხევაში რეაგირების მექანიზმებს.  ძირითადი დრო დაეთმო იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და დატვირთული იყო სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სავარჯიშოებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში. ტრენინგის მსველელობისას აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ტრენინგი, რომელშიც 20 მოსწავლე მონაწილეობდა, დიდუბის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

„მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, გამგეობებსა და სკოლებში სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები ტარდება. აქტივობების მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics