11:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 12:11:50, 552 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი-დოლიძის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტი პირველად იგება

ჩიქოვანისა და დოლიძის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე მცხოვრებ მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს - აღნიშნულ საგზაო მონაკვეთსა და მიმდებარე ჩიხებში საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის საფარიან გზას აწყობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეს სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, ბექა მიქაუტაძე მოადგილესთან ერთად, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ობიექტზე მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ დოლიძისა და ჩიქოვანის დამაკავშირებელ გზაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ ურთულესი პროექტი განახორციელა და აქ სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც მთის ფერდობიდან ჩამომავალი წყლების უსაფრთხოდ გატარებას უზრუნველყოფს.

გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს ობიექტზე კომპანია „ჯეუგრუპი“ ახორციელებს. ასფალტის საფარი აქ 3 780მ2-მდე ფართობზე დაიგება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics