2026-06-13 13:00:50, 282 ნახვა
პოლიტიკა
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობაა ასახული.
ევროპარლამენტარი საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს - "ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო"
ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო“, - წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,