|
2016-04-02 14:39:21, 1028 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ ახალ კამპანიას „საკონდიტრო ART“ იწყებს
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ საკონდიტრო ხელოვნების პოპულარიზებისთვის ახალ კამპანიას „საკონდიტრო ART“ იწყებს. კამპანიის მიზანია, საკონდიტრო დარგის პოპულარიზება და კონდიტერ-დიზაინერების საქმიანობის შეფასება. „სმარტში“ ნებისმიერი დიზაინის ტორტის დამზადებას ურუნველყოფენ, ეს კი კონდიტერ-დიზაინერების შემოქმედებითობის დამსახურებაა. აღნიშნული მიზნით, „სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში თანამედროვე მხატვრებისა და „სმარტის“ კონდიტერ-დიზაინერების მიერ შესრულებული ტორტების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სმარტის კონდიტერ-დიზაინერებმა ტორტები პოპულარული რეპროდუქციებით მოხატეს, თანამედროვე მხატვრებმა კი, თავისუფალ თემად „ოჯახი, მზრუნველობა“ აირჩიეს და ტორტებიც თავისი შეხედულებისამებრ მოხატეს. ტორტების გაყიდვიდან შემოსული თანხა წინასააღდგომოდ სოციალურად დაუცველ 14 სულიან ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული კამპანიით, „სმარტს“ სურს, ერთგული მომხმარებლის ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ საკონდიტრო საქმე ხელოვნებაა. „სმარტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ საკონდიტრო წარმოებას. ამიტომაც, „სმარტის“ კონდიტერები მუდმივად გადიან პროფესიულ მასტერკლასებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონდიტერებთან და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ულამაზესი ტორტებისა, თუ დესერტების შეთავაზებით, მათ წვლილი შეაქვთ კულინარიის დარგის განვითარებაში. „სმარტის „ „საკონდიტრო არტი“ გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არაერთხელ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ჩვენი კონდიტერების მიერ შესრულებული ტორტები ისეთივე შემოქმედებით შრომას ითხოვს და დასაფასებელია, როგორსაც-თავად ხელოვნება“,-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. „სმარტის“ სლოგანია „ხარისხი დეტალებში“ და „სმარტის“ სუპერმარკეტები შესაბამისად გამოირჩევიან უმაღლესი ხარისის პროდუქტების ფართო არჩევანითა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღეისათვის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 16 სმარტის სუპერმარკეტი ფუნქციონრებს.
(R)
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)