|
2016-04-02 11:17:38, 577 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის თანახმად ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მუდმივად მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აუტიზმის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. 2016 წელს ამ დღის თემაა „აუტიზმი და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგი 2030 წლამდე: ინკლუზია და ნეირო მრავალფეროვნება“. გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის ხაზგასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა აქტიური და თანაბარი მონაწილეობის აუცილებლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. გზავნილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოების ცხოვრებაში, რაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევად და მათი პოტენციალის დაკარგვად მიიჩნევა. საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი უფლებების სათანადო რეალიზება. ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია მათთვის აუცილებელი და საჭირო მომსახურებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან. კვლავ რჩება ბარიერები სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში. სპეციფიური სასწავლო სტრატეგიებისა და მეთოდების არარსებობა, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს აუტიზმის მქონე ბავშვების სრულფასოვან ინკლუზიას და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საჯარო გამოსვლების დროს სხვადასხვა სახის განცხადებებით ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას. სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი შესაძლებლობების ზრდაზე. მიმართოს სათანადო ძალისხმევა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლისა და არსებული სტიგმის დაძლევისაკენ, უზრუნველყოს მათი ყოველმხრივი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვით ხელი შეუწყოს ამ პირთა ღირსეული მომავლის შექმნას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)