|
2026-04-28 11:41:22, 1903 ნახვა
საზოგადოება
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. - ამბობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველი სინოდის სხდომის დაწყებამდე. „დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. ეს გასაკვირიც არ არის, როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ. ალბათ თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია, ვის უნდა მისცეს ხმა. ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება სამი კანდიდატი და შემდეგ გაფართოებულ კრებაზე იქნება არჩეული პატრიარქი. გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება. შესაძლებელია, ინტრონიზაციის საკითხიც დღეს გადაწყდეს" | ამბობს მეუფე საბა ინწკირველი. საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს შეარჩევენ და დაასახელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)