|
2026-04-27 13:27:49, 2037 ნახვა
სამართალი
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემული დაუსაბუთებელი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს. მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა. "არის კონკრეტული კითხვის ნიშნები გადახარჯვასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დავინტერესდით რა სტატუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ყველაფრის გამოსწორება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვები, რომლებიც არებობს, იმ კითხვებით უკვე დაინტერესებულია პროკურატურა და დაწყებულია გამოძიება" [ტვ პირველი] | განაცხადა ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2022-2023 წლებში 7 184 584 ლარის ოდენობით გაცემული პრემია სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ამ პერიოდში ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ის გასული წლის ივნისში გათავისუფლდა თანამდებობიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)