|
2026-04-16 18:17:04, 5008 ნახვა
სამართალი
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
ახალგორის რაიონში განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა. ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში, დოკუმენტებს გასცემენ მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზეც, რომელთაც აქამდე სამსახურის მოტივით უარს ეუბნებოდნენ. - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იუწყება. მათი ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, პროცესი თავდაპირველად გაუხმაურებლად დაიწყო და საშვები ძირითადად იმ პირებზე გაიცემოდა, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილნი იყვნენ. მიუხედავად პროცესის დახურულობისა, ახალგორელებში ინფორმაცია მალე გავრცელდა, რადგან ადგილობრივებმა კონკრეტული პირების თბილისის მიმართულებით გადაადგილება შენიშნეს. მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს გადაადგილების საშვების გაცემაზე შერჩევითი მიდგომები. ამის შესახებ მათ არაერთხლ გამოთქვეს პროტესტი. ახალგორელები ე.წ. მთავრობისგან მოითხოვეს საშვების გაცემის პროცესის გამჭვირვალეობას და ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ადგილობრივთა ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ პროცესში ცვლილებები შევიდა და დაიწყო საშვების უფრო ფართო წრისთვის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ამ ეტაპზე მასობრივ ხასიათს არ ატარებს, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა შესამჩნევია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)