|
2026-04-01 16:42:15, 10526 ნახვა
სამხედრო
კობახიძის რუბიოსთან საუბრის შემდეგ, თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი. Boeing C-17 Globemaster არის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. flyradar 24 მონაცემებით, ამერიკის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფRინავი თბილისში, გერმანიიდან ჩამოფრიდა. მარშრუტზე აფრენის ადგილად გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამერიკული ბაზაა მითითებული. ის ემსახურება აშშ-ის საჰაერო ძალებს ევროპაში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახდეპის განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ამჯერად სხვა დეტალები არ ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)