|
2026-03-16 20:04:44, 12609 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის
რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში, ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, 14 დღეში, ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. „ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად პირი უბრუნდება ამ ანგარიშის ავტორს და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საეროდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის მთლიანად პოლიტიკური დასკვნა. 14 დღეში, ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა და შესაბამისად, ქართული საზოგადოებისთვის ვერ ექნება ამ დოკუმენტს ფასი", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)