|
2026-03-03 11:56:06, 4220 ნახვა
სამართალი
არტემ გრიბული ციხის ე.წ. კორპუსის ზედამხედველს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მუქარაში ამხელს
სინდისის პატიმარი, არტემ გრიბული პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ე.წ. კორპუსის ზედამხედველ მალხაზ დადეშქელიანს მტკიცბულებების ფალსიფიცირების მცდლეობაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მუქარაში ამხელს. სინდისის პატიმრის განმარტებით, დადეშქელიანი პატიმრებს სისტემატიურად აგინებს, დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს და კარცერით ემუქრება. „ის თქვენ წინაშე მემუქრება დანაშაულის ჩადენით და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებით! და თქვენ რას იზამთ, უბრალოდ იდგებით და უყურებთ?“ სიმართლე გითხრათ, ორის სახეზე აშკარად იკითხებოდა შოკი და სირცხვილი. კორპუსის თანამშრომელი მიხვდა, რომ საქმეს "ცუდი სუნი ასდიოდა", და სცადა "საკითხის მოგვარება": "დაწყნარდი, არტემ, არავინ წაგიყვანს კარცერში" (???). მაგრამ შენ არ იქცევი ადამიანურად (???). მოკლედ, სცადა ჩემი ყურადღების გადატანა, რადგან მე საკანში დაბრუნებას არ ვაპირებდი, მხოლოდ კარცერში წავიდოდი. მახომ ასეთი დიპლომატია ვერ აიტანა, მომიახლოვდა და დამიყვირა: აბა, ნორმალური ისტორიაა? უფლებამოსილების გადამეტებას ჰგავს? ვფიქრობ, კი. აი, რას იტყვის ამაზე პენიტენციური სამსახური და სხვა ორგანოები - ვნახავთ. ყველაფერი კამერების წინ ხდებოდა. საკნიდან ჩემი გაყვანის დრო - 19:25. და, სხვათა შორის, ეს ამ პერსონაჟთან დაკავშირებული ერთადერთი შემთხვევა სულაც არ არის. ალბათ, ყველაზე სერიოზულია, მაგრამ არა ერთადერთი. დაახლოებით იმავე ტონით და გამონათქვამებით მოდიოდა და გვაიძულებდა ხელით გარეცხილი და გასაშრობად გამოკიდებული ტანსაცმელი ჩამოგვეხსნა იმ დღეს, როცა „გაუქმდა“ რეცხვა. სხვათა შორის, დღეს ისევ „გაუქმდა“ - კარგი, კიდევ 10 დღე ვისხდებით ჭუჭყიანები. გარეცხვა არ შეიძლება, რადგან გასაშრობად ჩამოკიდებული ტანსაცმელი „კამერების ხედვას ფარავს“. კითხვა: რატომ შეუძლია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს სისტემატურად არღვიოს კანონი, მათ შორის, მოწმეების თანდასწრებითაც, და ადმინისტრაციის მხრიდან ამაზე არ იყოს არანაირი რეაქცია?" - წერს არტემ გრიბული. ცნობისთვის, წერილი მიმდინარე წლის 23 თებერვლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 12 სექტემბერს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)