|
2026-02-12 19:02:47, 9080 ნახვა
კომენტარი
გეგელია - საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს
„საქართველოს ხელისუფლება გახდა იმ ავტოკრატიების მოკავშირე, რომლებიც „ვარშავასა და ლონდონზე მეტად იზიარებენ ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა გრიგოლ გეგელიამ, როდესაც კომენტირება გაუკეთა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, მთაწმინდის ტელეანძა ირანის ეროვნული დროშის ფერებში გაენათებინა. „სიმბოლურია, რომ დღეს თბილისს ავტოკრატიული ირანის დროშის ფერები აანთებს. რეჟიმის, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში ათასობით ადამიანი მოკლა და ათიათასობით დააპატიმრა. ეს საუკეთესოდ ასახავს საქართველოს დაღმავალ სპირალს. იყო დრო, როდესაც თბილისს რეგიონში თავისუფლების ცენტრი წარმოადგენდა, რომელსაც იმედით უყურებდნენ სხვადასხვა ავტოკრატიის მიერ დევნილი ადამიანები. თუმცა, რუსეთს მომსახურე რეჟიმმა ამ მხრივაც მთლიანად გაანადგურა საქართველოს რეპუტაცია. საქართველო გახდა იმ ავტოკრატიების მოკავშირე, რომლებიც ვარშავასა და ლონდონზე მეტად იზიარებენ ჰეზბოლასა და ჰამასის ღირებულებებს. „მთავარია ქართული ღირებულებებისა და ტრადიციების სრული დეგრადაცია, ამ ერის ისტორიული, ცივილიზაციური და საგარეო პოლიტიკური ვექტორის სრული უარყოფა. რა გზავნილს უგზავნის ეს იმ ირანელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან თავისუფლებისთვის? რას ეუბნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას?“ - განაცხადა გეგელიამ. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, თბილისის ტელეანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)