13:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 17:23:53, 757 ნახვა

სამართალი
იზორია: თსუ-ს კანცლერის თანაშემწე, 2015 წლამდე სუს-ში ე.წ. ოდეერად ირიცხებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, თსუ-ს კანცლერის თანაშემწე როგორც ე.წ. ოდეერი, სუს-ში 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა.

ამის შესახებ იზორიამ  პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

იზორიას თქმით, თსუ-ში ის მივლენილი არ ყოფილა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

„2015 წლამდე ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობდა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს.

იმ კონკრეტულ პიროვნებაზე (გიორგი გაფრინდაშვილი), ვისზეც ითქვა, რომ თსუ-ში ის აგრძელებს მოღვაწეობას, როგორც ე.წ. ოდეერი არასწორია. ის, როგორც ოდერი ირიცხებოდა ჩვენს შტატში 2015 წლის აგვისტომდე, მაგრამ ამის შემდეგ, ის ასრულებს ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია კანცლერის თანაშემწის უფლებამოსილებებს,რაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics