2016-03-28 13:10:43, 511 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ლაჰორში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანში მომხდარს ტერორისტულ აქტს გმობს.
„შეძრწუნებული ვარ ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა, მათ შორის ბავშვების და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია. საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას პაკისტანელი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან