22:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 19:52:27, 14461 ნახვა

სამართალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი"

ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი" - ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დააყენებს, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება, მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება - ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, ამ შემთხვევაში, შეჩერდება. 

"თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, რის გამოც ის პროცესუუნარო გახდა, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვა არაუმეტეს 3 თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგების (დასკვნის) საფუძველზე დადგინდება, რომ ბრალდებული განჩინებაში მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ანდა გასულია განჩინებაში მითითებული ვადა.

თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადობის გამო იგი პროცესუუნარო გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდება საერთო წესით". - წერია კანონპროექტში.

შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics