|
2025-12-12 10:46:39, 11266 ნახვა
საზოგადოება
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი - მიმართვიანობა გაქრება, გაიზრდება სუიციდის რიცხვი, რატომ გვკლავთ?
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ივანიშვილის პარლამენტის მიღებულ კანონს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის. "მსოფლიო სტატისტიკით, ე.წ. "გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები" ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ყოველ მეოთხე ადამიანს. (ანუ, შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ადაპტაციური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებულების მსუბუქი და საშუალო ფორმები, და ა.შ.) . კონფლიქტით/ომითა და პოლიტიკური რეპრესიებით დაზარალებულ, ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საზოგადოებებში ეს სტატისტიკა კიდე უფრო მაღალია (30% და მეტი). საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა. რა გამოდის - რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მესამედი ექიმებმა და ფსიქოლოგებმა შსს-ს სპეციალურ სიაში უნდა შეატანინონ. ეს უპრეცედენტო მასშტაბის დისკრიმინაციაა. მიმართვიანობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში დღეს ისედაც დაბალია და ახლა უკვე საერთოდ გაქრება; უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება, გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა. რატომ გვკლავთ? ასეთ მშვიდობა გინდათ? შფოთვისა და დეპრესიის რომ გვეშნოდეს (რაც დეფინიციის თანახმად, გავრცელებული პრობლემებია), რომ შსს-ს სიებში არ შეგვიტანონ და არ გაგვრიყონ? რაც უფრო დაბალია ცხოვრების ხარისხი და მაღალია სოციალური დაუცველობა, მით უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების გავრცელება. რას აკეთებენ საპასუხოდ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები? ცდილობენ, რომ გაზარდონ სოციალური დაცვა, შექმნან დასაქმების შესაძლებლობები, დააფინანსონ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სერვისები და განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამის საპირისპიროდ, რას აკეთებს რუსეთი? ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს, რომ მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის კიდევ ერთი ბერკეტი შექმნას. რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს - ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუასაუკუნეებში კეთროვნების, სიას. როდემდე უნდა ვანგრიოთ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველდღიური შრომით მიღწეული შედეგები? სადამდე უნდა დავეცეთ?" - წერს ჯანა ჯავახიშვილი. ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის - ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)