|
2025-12-03 17:13:49, 2280 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტმა Caspian Investment Forum-ის მე-20 საიუბილეო ფორუმზე მონაწილეობა მიიღო
წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო „Caspian Investment Forum“-ის მე-20 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს. შეხვედრაზე რეგიონში ფინანსური სექტორის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები კაპიტალის ბაზრების განვითარების, ინვესტიციების ზრდისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე სადისკუსიოდ შეკრიბნენ. ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია „Trading of Securities in the Secondary Market“, რომელშიც გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ გამოცდილება გააზიარა. პანელის სხვა სპიკერებს შორის აზერბაიჯანის ეროვნული დეპოზიტარის, ბაქოს საფონდო ბირჟისა და DriveWealth-ის წარმომადგენლები იყვნენ. დისკუსიის ფარგლებში, ქეთევან თოიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კაპიტალის ბაზრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კაპიტალის ბაზრების მიმართულებით ინიციატივების განხორციელება: „ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავზარდოთ კაპიტალის ნაკადები ბაზრებს შორის რეგულაციების თანხვედრის, ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის, ინვესტორებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ციფრული პლატფორმების ურთიერთდაკავშირების გზით. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბირჟებს, საინვესტიციო კომპანიებსა და მარეგულირებლებს შორის ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და რეგიონში ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებს“ - განაცხადა ქეთევან თოიძემ. გალტ & თაგარტი, როგორც ქვეყანაში წამყვანი საინვესტიციო ბანკი, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)