|
2025-12-02 14:35:10, 1754 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით, 5-6 დეკემბერს თბილისში უძრავი ქონების გამოფენა და კონფერენცია ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიასა” და “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” (GNARE) ორგანიზებით გაიმართება. გამოფენის მიზანია, შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს; უძრავი ქონების გამოფენა მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც დარგში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. გამოფენის ფარგლებში, 5 დეკემბერს, დაგეგმილია თიბისი კაპიტალის კვლევის წარდგენაც, რომელიც უძრავი ქონების ადგილობრივ ტენდენციებსა და მომდევნო წლის პროგნოზებს მიმოიხილავს. ღონისძიება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გამოფენაში მონაწილეობს 50-მდე დეველოპერული კომპანია; ასევე, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დამსწრეებს სხვადასხვა შეთავაზებას ადგილზევე გააცნობენ. ღონისძიება საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ცალკეული დაინტერესებული პირებისთვისაც - სტუმრები შეძლებენ, დაათვალიერონ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა შეთავაზება და მიიღონ განსაკუთრებული პირობები. წელს გამოფენის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციაც, რომელზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით,: https://forms.gle/8xRzFsNrqTo2rANU8 ღონისძიების დღის წესრიგის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს: https://www.rew.ge/agenda/
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)