|
2025-10-08 16:09:08, 1778 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ზუსტად იგივეა მშვიდობიანი დამხობა, რაც ლეგიტიმური ჯიჰადი
ზუსტად იგივეა მშვიდობიანი დამხობა, რაც ლეგიტიმური ჯიჰადი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს მიღებული გენიალური გადაწყვეტილება, რომ ლეგიტიმური ჯიჰადი არ არსებობს, იგივეა მშვიდობიანი დამხობა, დამხობა არის ძალადობრივი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის მარტივად დანგრევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღობის მოშლა მარტივად არის შესაძლებელი ფიზიკური ძალის გამოყენებით. „თავის დროზე, კანცელარიის შენობის წინ იყო აღმართული ასეთივე რკინის ღობე, რაც ცოტა ამახინჯებდა იერსახეს და დავუსვი კითხვა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რამეს აკეთებდა თუ არა ეს ღობე და იყო თუ არა რეალურად დამცავი რაიმესგან. მითხრა, რომ 10 კაცის ძალა არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ღობე მოიშალოს და მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება - არც დამცავი ეფექტი ჰქონდა, ამახინჯებდა იერსახეს და მოვშალეთ მაშინვე ეს ღობე. არის ათონელი, არის ისტორიული უბანი, შეიძლება თეორიულად, იქ აღმართო ბლოკებით და აგურით აშენებული ღობე, რაც დაამახინჯებდა იერსახეს. არის ის იერსახე, რაც უხდება ქალაქის ამ ისტორიულ უბანს. მარტივად შეიძლება ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევა, 10 კაცის ძალა არის ამისთვის საკმარისი და ინგა გრიგოლიას დონემდე ნუ დახვალთ, ეს არის ჩემი რჩევა. არის ასეთი კინოფილმი „მიმინო". ერთი ეპიზოდია - ჭაღს გააფუჭებს პერსონაჟი და როგორ გააფუჭეო, რომ ეკითხებიან, სკამით გავედე შემთხვევითო. ასე ჩაინგრა თქვენი ჯებირიც. რასაც მიაწვნენ, ის ჩამოვარდა. ჭიშკარს რომ მიწოლოდნენ, ჭიშკარი ჩამოვარდებოდა. პარლამენტთან არის დაცული რკინის ბარიერები და დაცულია ძალიან მძიმე კონსტრუქციებით, რაც ამახინჯებს იმ ჭიშკარს. იგივე მიზანშეწონილი არ არის ათონელზე, ვერ დავამახინჯებთ. ქალაქის ისტორიულ უბანში ასეთ მეტალის ბარიერებს ვერ გავაკეთებთ. დარჩება ისეთივე ჭიშკარი, რაც არის აქამდე მოწყობილი, რაც არ უნდა რისკები არსებობდეს, ქალაქის იერსახეს ვერ დავამახინჯებთ. მთავარია, თქვენი პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და ძალადობით არ სცადონ ამ ღობის გადანგრევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)