|
2025-08-29 12:45:50, 1245 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლბ კაპიტალი თბილისში სასაწყობე პროექტს ახორციელებს
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ლბ კაპიტალის მხარდამჭერია, რომელიც თბილისში A-კლასის სასაწყობე პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 14 მილიონი ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტი სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 8,400 მ² ფართობზე შენდება. იგი 4,300 მ² სასაწყობე სივრცეს და 700 მ² საოფისე ფართს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის მარტში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს. „ლბ კაპიტალი მომხმარებელს საინვესტიციო მიმართულებით მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კონკრეტულად სასაწყობე მეურნეობის სექტორში ჩვენი მიზანია ევროპული სტანდარტის სივრცეების განვითარება, რომლებიც როგორც მდებარეობით, ისე ფუნქციონალით გამოირჩევა. A-კლასის საწყობი, რომელსაც თბილისში ვაშენებთ, ინფრასტრუქტურით, მოსახერხებელი ადგილმდებარეობითა და კონკურენტული ფასებით სრულად მოერგება თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სასაწყობე მეურნეობების მიწოდება ბევრად ჩამორჩება მოთხოვნის მზარდ ტენდენციას და ჩვენი პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს“, – აცხადებს ლაშა ბადაგაძე, ლბ კაპიტალის თანადამფუძნებელი. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის, ლბ კაპიტალის განვითარებასა და ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ ლბ კაპიტალთან 2021 წლიდან ვთანამშრომლობთ. პირველი მასშტაბური პროექტი სასაწყობე მეურნეობით 6500² მ ტერიტორიის განაშენიანება იყო. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, – აცხადებს ალექსანდრე წულუკიანი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი. ლბ კაპიტალი 2021 წელს დაფუძნდა და ოთხ წელიწადში საინვესტიციო პორტფელის შექმნა საქართველოსა და რეგიონის ბაზრებზე შეძლო. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც სასაწყობე და კომერციულ მეურნეობებს, ასევე პირდაპირ ინვესტიციებს FMCG სექტორში. ლბ კაპიტალი უკვე წარმოდგენილია საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და პოლონეთში. კომპანიასა და მის პორტფელში არსებულ ბიზნესებში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, ლბ კაპიტალი საინვესტიციო პორტფელის კიდევ უფრო დივერსიფიცირებას და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)