|
2016-03-22 13:32:23, 697 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს ბიზნესთან საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რეფორმის მნიშვნელობას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადეს იმ კომუნიკაციისთვის, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში შედგა ბიზნესთან. ამასთან, მათ დააფიქსირეს თხოვნა მოგების გადასახადის რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედების თაობაზე. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მთავრობისთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები. მნიშვნელოვანია, ასევე რეფორმის განხორცილების გარდამავალ ეტაპზე, ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, გამოთქვამს მზადყოფნას გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან. აღნიშნულ პერიოდში რეფორმის ამოქმედება ბიზნესს ხელს შეუწყობს უფრო მომზადებული შეხვდეს მოგების გადასახადის ახალ მოდელს, მინიმუმამდე შეამციროს ის პოტენციური რისკები და ხარვეზები, რომელიც შესაძლოა მოჰყოლოდა რეფორმის მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებას. ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება: მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. ხოლო, მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება. მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)