16:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 11:33:12, 1928 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 155.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომელი ქვეყნები ლიდერონენ

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია. 

აქედან ექსპორტი 3 845.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 310.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 10.8 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარივლისში, 6 465.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (815.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (494.8 მლნ. აშშ
დოლარი) და რუსეთი (412.0 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის
უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 752.4 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 600.1
მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 499.5 მლნ. აშშ დოლარი). 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics