16:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 22:23:03, 1678 ნახვა

ეკონომიკა
ხელშეკრულების შესრულების გარანტია – უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციფრული სიახლე დანერგა: ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიღება უკვე ინტერნეტბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. ახალი პროდუქტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულად დისტანციურად, სწრაფად და მარტივად მიიღოს გარანტია, რომელიც სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისთვისაა საჭირო.

ახალი ციფრული გადაწყვეტის ფარგლებში, განაცხადის შევსება ინტერნეტბანკიდან ხდება, პასუხი კი 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება. ხელშეკრულების მომზადების ეტაპი 1 საათში სრულდება, ხოლო მომხმარებლის მხრიდან დადასტურება სრულად ციფრულადაა შესაძლებელი.

შესაბამის უწყებებთან გარანტიის ბლანკიანი დოკუმენტის წარსადგენად, მომხმარებელს  საქართველოს ბანკი ორ ალტერნატივას - დოკუმენტის ფილიალში მიღებას ან ფოსტით სასურველ მისამართზე მიწოდებას - სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ციფრული გარანტიის მთავარი უპირატესობები შემდეგია:

  • გარანტია უზრუნველოფის გარეშე გაიცემა – თითოეულ პროდუქტზე 75,000 ლარამდე;
  • განაცხადზე გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება;
  • დოკუმენტის მიღება ბანკში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესს საქმიანობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ და დროის დაზოგვაში დავეხმაროთ. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ციფრულად გაცემით, თანამედროვე ტენდენციებს ვპასუხობთ, მომხმარებლის გამოცდილებას ვაუმჯობესებთ და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კომფორტულ ალტერნატივას ვქმნით. ტენდერში გამარჯვებულ მომხმარებლებს, როგორც წესი, გარანტიის დოკუმენტის წარსადგენად 5 სამუშაო დღიანი ვადა აქვთ, ციფრული გადაწყვეტით კი ჩქარდება და მარტივდება განხილვისა და პასუხის დაბრუნების პროცესი, შედეგად კი ბაზარზე საუკეთესო გამოცდილებას ვამკვიდრებთ,“ - აცხადებს გიორგი კოკაია, SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი პროდუქტის შესახებ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკში. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics