|
2025-08-18 17:32:45, 1735 ნახვა
სამართალი
ექსპერტიზის თანახმად, გოშაძისა და მიმინოშვილის წინააღმდეგ ვიდეოები დამონტაჟებულია
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვიდეოები, რომელიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამონტაჟებულია. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელი პროცესიდან გახდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მათი ცნობით, პროცესზე ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ. "ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს. პროკურატურამ უდავოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს. ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც "უდავო", - წერს თავისუფლება პროცესიდან.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)